{"product_id":"eco-printed-silk-scarf-hand-dyed-botanical-design-made-in-georgia","title":"ეკო პრინტით დამზადებული აბრეშუმის შარფი: ხელით შეღებილი ბოტანიკური დიზაინი","description":"\u003cp class=\"p1\"\u003e\u003cstrong\u003eშარფის შესახებ:\u003c\/strong\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp class=\"p1\"\u003eშარფი დამზადებულია 100% ბუნებრივი აბრეშუმისგან და შეღებილია ნამდვილი მცენარეებისგან; აღბეჭდილია ასევე ნამდვილი, ჩემს ბაღში გაზრდილი მცენარეების ფოთლები და ყვავილები: ბროწეულის კანი, სუმაკი\u003c\/p\u003e\n\u003cp class=\"p1\"\u003e\u003cstrong\u003eჩვენი ამბავი:\u003c\/strong\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp class=\"p1\"\u003eმე ვარ ხატია ბასილაშვილი, ველური ბუნების მკვლევარი, გატაცებული ეკოლოგიურად სუფთა მოდით და ბუნებრივი საღებავებით. ვზრდი და ვუვლი საქართველოში პირველ ინდიგოს ბაღს და ერთგულად ვემსახურები ველური ბუნების დაცვას და ქალთა გაძლიერებას.\u003c\/p\u003e\n\u003cp class=\"p1\"\u003e\u003cstrong\u003eრატომ ინდიგოფერა:\u003c\/strong\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp class=\"p1\"\u003eინდიგოფერა არა მხოლოდ პროდუქტია, არამედ იდეაა მდგრადი მოდის, ხელნაკეთობის და ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრების შესახებ. ჩვენ ვქმნით ნივთებს, რომლებიც დამზადებულია 100%-ით ბუნებრივი მასალებითა და ჩვენივე მოყვანილი მცენარეული საღებავებით. ეს ნიშნავს, რომ ინდიგოფერას თითოეული პროდუქტი ზიანს არ აყენებს გარემოს, არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს და მომხმარებლისთვის უსაფრთხოა, სილამაზისა და სიჯანსაღის ერთგვარი შერწყმაა.ეს არის პროდუქტი, რომელსაც აქვს თავისი ფერი, ისტორია და მიზანი.ინდიგოფერა ქმნის ნატურალური ქსოვილებისგან დამზადებულ ხელნაკეთ, უნიკალურ ნივთებს, აბრეშუმის შარფებსა და აქსესუარებს, რომლებიც მცენარეული საღებავებითა და ბოტანიკური ბეჭდვის მეთოდებით მზადდება. თითოეული ნივთი არა მხოლოდ სამოსია, არამედ იმ ადგილის ისტორიის, ბუნების და ხელოვნების შერწყმაა.მომხმარებელი იღებს არა მხოლოდ ესთეტიკურ ნივთს, არამედ ფიზიკურად და ემოციურად უსაფრთხო პროდუქტს,\u003cspan class=\"Apple-converted-space\"\u003e\u0026nbsp; \u003c\/span\u003eქსოვილს, რომელიც მავნე ქიმიკატებისგან თავისუფალია. ეს ქსოვილები ბუნებასთან და საკუთარი თავთან ჰარმონიული კავშირის სიმბოლოა.ბუნებრივი პროცესის გამო, ყოველი ნამუშევარი განსხვავდება, არ მეორდება და აქვს თავისი „ხასიათი“.ეს არ არის უბრალოდ მოდა ან ჩვეულებრივი ნივთი, ეს არის ეკო-ფილოსოფია და ნელი ცხოვრების წესის მხარდაჭერა.\u003c\/p\u003e\n\u003cp class=\"p1\"\u003e\u003cstrong\u003eროგორ მზადდება:\u003c\/strong\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp class=\"p1\"\u003eბოტანიკური ბეჭდვა, ეს არის მცენარეული ღებვის პროცესი, რა დროსაც, მცენარეში არსებული ტანინის დახმარებით, ქსოვილზე აღიბეჭდება ნამდვილი ფოთლის გამოსახულება. თითოეული ნამუშევარი ხელით მზადდება, ყოველი ნივთი უნიკალურია და არ ჰგავს მეორეს. აბსოლუტურად ყველა ქსოვილი ბუნებრივი ქსოვილია, რადგან მცენარეები პოლიესტერზე არ აღიბეჭდება და ხელოვნური ქსოვილი ბუნებრივი საღებავით არ იღებება.\u003c\/p\u003e\n\u003cp class=\"p1\"\u003e\u003cstrong\u003eმახასიათებლები და მოვლის წესები:\u003c\/strong\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp class=\"p1\"\u003e100% ნატურალური აბრეშუმი, რომელიც წარმოებულია მდგრადად და სერტიფიცირებულია გლობალური OEKO-TEX\u003cspan class=\"Apple-converted-space\"\u003e\u0026nbsp; \u003c\/span\u003eსერტიფიკატით. რაც გულისხმობს იმას, რომ ქსოვილი წარმოების პროცესისას თავისუფალია ყველანაირი ქიმიური დანამატებისგან და არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის საფრთხეს.\u003c\/p\u003e\n\u003cp class=\"p1\"\u003eგარეცხეთ ხელით, 30°C \/86°F ტემპერატურაზე. გამოიყენეთ pH ნეიტრალური სარეცხი საშუალება ან ბავშვის შამპუნი. დიდი ხნით არ ჩაალბოთ. არ დატოვოთ მზეზე ხაგრძლივად. არ გამოიყენოთ მათეთრებელი. დაათაუვეთ საშუალო ტემპერატურის უთოთი.\u003c\/p\u003e\n\u003cp class=\"p1\"\u003e\u003cstrong\u003eმოტანა:\u003c\/strong\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp class=\"p1\"\u003eსაქართველოს მასშტაბით 1-3 სამუშაო დღე\u003c\/p\u003e\n\u003cp class=\"p1\"\u003eსაერთაშორისო: 14-21 დღე\u003c\/p\u003e","brand":"My Store","offers":[{"title":"Default Title","offer_id":50168857887006,"sku":null,"price":45.0,"currency_code":"USD","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0955\/6584\/0670\/files\/4a155cf6-il_fullxfull.6796985338_aein.jpg?v=1761822996","url":"https:\/\/indigoferashop.com\/ka\/products\/eco-printed-silk-scarf-hand-dyed-botanical-design-made-in-georgia","provider":"IndigoferaShop","version":"1.0","type":"link"}