About us

ჩვენ შესახებ

გამარჯობა, მე ხატია ბასილაშვილი ვარ - ინდიგოფერას ხელები და გული 🌿

აღმოსავლეთ საქართველოს პატარა სოფელში, კერძოდ კი ანაგაში, მშობლების დახმარებით ვზრდი ჩვენს მცენარეულ საღებავებს, რომლებსაც ვიყენებთ უნიკალური შარფებისა და სამოსის შესაქმნელად. 
თითოეული ნივთი მზადდება ნელა და დაკვირვებით, ეკოლოგიურად სუფთა ქსოვილებისა და ბოტანიკური ელემენტების გამოყენებით, რომლებიც ბუნებაში პასუხისმგებლობით არის შეგროვებული ან ჩემ მიერაა გაზრდილი. ყურადღებით ვირჩევ და ვყიდულობ მხოლოდ ისეთ ქსოვილებს, რომლებიც სერტიფიცირებულია, მდგრადად წარმოებულია და შესანიშნავად ერწყმის ბუნებრივ საღებავებს. ასე რომ, როდესაც ინდიგოფერას ატარებთ, თქვენ არა მხოლოდ ლამაზ ქსოვილში ხართ გახვეული, ასევე მხარს უჭერთ ნივთების დამზადების უფრო კეთილ, ნელ გზას.

ბოტანიკური ბეჭდვის და მცენარეული საღებავებით ღებვის იდეა წლებია რაც მაქვს, რასაც საფუძვლად უდევს ჩემი ღრმა კავშირი ბუნებასთან და ისეთ ცხოვრებასთან, რომელიც ნაკლებად აზიანებს გარემოს. პროფესიით ველური ბუნების მკვლევარი ვარ, მთელ ცხოვრებას ველზე და ბუნებაში ვატარებ, ვიკვლევ გარემოს და ამიტომაც, ყოველთვის შთაგონებული ვიყავი ბუნებრივ სამყაროში ნაპოვნი ფერებით და მცენარეების უნიკალური ფორმებით. ცოცხალი ფერები, დელიკატური ფორმები, ფოთლებისა და ყვავილების რთული დეტალები, ჩემთვის საოცრად მომხიბვლელია. 
დღემდე, ჩვენ მთავარ მიღწევად მიმაჩნია პირველად საქართველოს ისტორიაში მცენარე ინდიგოს ბაღის გაშენება და ინდიგოს ღებვის იმ საუკუნოვანი ისტორიის აღდენა, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში დაიკარგა. სწორედ აქედან მოდის კომპანიის დასახელებაც, “ინდიგოფერა”, რომელიც მცენარე ინდიგოს ტროპიკული სახეობის სამეცნიერო სახელწოდებაა. დღეს, ინდიგოფერა საქართველოში პირველი ინდიგო ბაღის სახლია და ვამაყობ, რომ ვაგრძელებ ბუნებრივი შეღებვის ულამაზეს ტრადიციას თანამედროვე, გააზრებული გზით.

ჩვენ მიერ შექმნილი თითოეული ნივთი უნიკალურია, დაკავშირებული იმ მიწასთან და ისტორიასთან, სადაც ის იზრდება. ესაა საქართველოს პატარა ნაწილი, შექმნილი იმისთვის, რომ ატარო და დააფასო.

გმადლობთ, რომ აქ ხართ და მხარს უჭერთ ამ პატარა, მდგრად სტუდიას. თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება ამ ტრადიციების შენარჩუნებაში და საშუალებას გვაძლევს გავაგრძელო ის, რაც ასე ძალიან გვიყვარს 🌿

Back to blog