My Store
ნატურალური აბრეშუმის შარფი იასამნისფერი ელფერით
ნატურალური აბრეშუმის შარფი იასამნისფერი ელფერით
Couldn't load pickup availability
შარფის შესახებ:
შარფი დამზადებულია 100% ბუნებრივი აბრეშუმისგან და შეღებილია ნამდვილი მცენარეებისგან; აღბეჭდილია ასევე ნამდვილი, ჩემს ბაღში გაზრდილი მცენარეების ფოთლები და ყვავილები: სხვადასხვა ნატურალური საღებავების მიქსი.
ჩვენი ამბავი:
მე ვარ ხატია ბასილაშვილი, ველური ბუნების მკვლევარი, გატაცებული ეკოლოგიურად სუფთა მოდით და ბუნებრივი საღებავებით. ვზრდი და ვუვლი საქართველოში პირველ ინდიგოს ბაღს და ერთგულად ვემსახურები ველური ბუნების დაცვას და ქალთა გაძლიერებას.
რატომ ინდიგოფერა:
ინდიგოფერა არა მხოლოდ პროდუქტია, არამედ იდეაა მდგრადი მოდის, ხელნაკეთობის და ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრების შესახებ. ჩვენ ვქმნით ნივთებს, რომლებიც დამზადებულია 100%-ით ბუნებრივი მასალებითა და ჩვენივე მოყვანილი მცენარეული საღებავებით. ეს ნიშნავს, რომ ინდიგოფერას თითოეული პროდუქტი ზიანს არ აყენებს გარემოს, არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს და მომხმარებლისთვის უსაფრთხოა, სილამაზისა და სიჯანსაღის ერთგვარი შერწყმაა.ეს არის პროდუქტი, რომელსაც აქვს თავისი ფერი, ისტორია და მიზანი.ინდიგოფერა ქმნის ნატურალური ქსოვილებისგან დამზადებულ ხელნაკეთ, უნიკალურ ნივთებს, აბრეშუმის შარფებსა და აქსესუარებს, რომლებიც მცენარეული საღებავებითა და ბოტანიკური ბეჭდვის მეთოდებით მზადდება. თითოეული ნივთი არა მხოლოდ სამოსია, არამედ იმ ადგილის ისტორიის, ბუნების და ხელოვნების შერწყმაა.მომხმარებელი იღებს არა მხოლოდ ესთეტიკურ ნივთს, არამედ ფიზიკურად და ემოციურად უსაფრთხო პროდუქტს, ქსოვილს, რომელიც მავნე ქიმიკატებისგან თავისუფალია. ეს ქსოვილები ბუნებასთან და საკუთარი თავთან ჰარმონიული კავშირის სიმბოლოა.ბუნებრივი პროცესის გამო, ყოველი ნამუშევარი განსხვავდება, არ მეორდება და აქვს თავისი „ხასიათი“.ეს არ არის უბრალოდ მოდა ან ჩვეულებრივი ნივთი, ეს არის ეკო-ფილოსოფია და ნელი ცხოვრების წესის მხარდაჭერა.
როგორ მზადდება:
ბოტანიკური ბეჭდვა, ეს არის მცენარეული ღებვის პროცესი, რა დროსაც, მცენარეში არსებული ტანინის დახმარებით, ქსოვილზე აღიბეჭდება ნამდვილი ფოთლის გამოსახულება. თითოეული ნამუშევარი ხელით მზადდება, ყოველი ნივთი უნიკალურია და არ ჰგავს მეორეს. აბსოლუტურად ყველა ქსოვილი ბუნებრივი ქსოვილია, რადგან მცენარეები პოლიესტერზე არ აღიბეჭდება და ხელოვნური ქსოვილი ბუნებრივი საღებავით არ იღებება.
მახასიათებლები და მოვლის წესები:
100% ნატურალური აბრეშუმი, რომელიც წარმოებულია მდგრადად და სერტიფიცირებულია გლობალური OEKO-TEX სერტიფიკატით. რაც გულისხმობს იმას, რომ ქსოვილი წარმოების პროცესისას თავისუფალია ყველანაირი ქიმიური დანამატებისგან და არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის საფრთხეს.
გარეცხეთ ხელით, 30°C /86°F ტემპერატურაზე. გამოიყენეთ pH ნეიტრალური სარეცხი საშუალება ან ბავშვის შამპუნი. დიდი ხნით არ ჩაალბოთ. არ დატოვოთ მზეზე ხაგრძლივად. არ გამოიყენოთ მათეთრებელი. დაათაუვეთ საშუალო ტემპერატურის უთოთი.
მოტანა:
საქართველოს მასშტაბით 1-3 სამუშაო დღე
საერთაშორისო: 14-21 დღე
გაზიარება
